logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ასეთი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი როგორ იყო სახელმწიფოს მეთაური?!
- +

22 ოქტომბერი. 2019. 10:43

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ასეთი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი როგორ იყო სახელმწიფოს მეთაური?!

 

გიორგი მარგველაშვილი: „მაგრამ იცით, მე რა მაინტერესებს?! ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ხშირად აფასებენ ვითარებას და ხშირად გვიწერენ ნიშნებს ამა თუ იმ საკითხზე და ხშირად კომენტარებს აკეთებენ, რომ გამოვიდნენ მაშინ და თქვეს, რომ უსწრაფესად უნდა დასრულდეს 20 ივნისის დარბევის გამოძიება და ჩვენ ველოდებით ამ გამოძიებას, გამოუძიებელ საკითხზე - მთავარი ფიგურანტის დაწინაურებაზე, ერთი კომენტარი რატომ ვერ გავიგონეთ? შეიძლება პარტნიორი ხარ და თქვა, რომ მე არ ვერევი ქვეყნის შიდა საქმეებში, მაგრამ როცა შენ ამაზე კომენტარი გაკეთებული გაქვს, რომ ელი გამოძიებას, გამოუძიებელი საქმის ფიგურანტის დაწინაურებაზე რატომ არ არის კომენტარი?!“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი