logo_geo
ქეთევან ჯერვალიძე: შორენას დედის ძმას, ლევან ჟიჟიაშვილს უწოდებდნენ უნივერსიტეტის სინდისს!
- +

28 თებერვალი. 2017. 01:33



ფილოლოგი და ისტორიკოსი ქეთევან ჯერვალიძე კათალიკოს -პატრიარქის, მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის შესახებ შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:


„კიდევ ერთხელ ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის შესახებ! შორენა იყო ჩემი კურსელი: ძალიან კარგი სტუდენტი, სიტყვის ერთგული, მხარში მდგომი გასაჭირში და თან ძალიან მოკრძალებული. დედამისს, დუშეთის რაიონ სოფელ ხორხიდან, სახეზე ეფინა კეთილშობილება, ჟიჟიაშვილი იყო გვარად.

 

შორენას დედის ძმას, მათემატიკოს ლევან ჟიჟიაშვილს უწოდებდნენ უნივერსიტეტის სინდისს. ამ ოჯახიდან გამოსული, როგორ ფიქრობთ, ასე დაეცემოდა? ქალბატონ შორენას არ ჰყავს დედმამიშვილი, შესაბამისად, დისშვილები, ან ძმისშვილები, ქონებას მათთვის რომ დახარბებოდა, აღარ ჰყავს მშობლები..." , - წერს ჯერვალიძე.



 

big_banner
არქივი