logo_geo
„დავამტკიცებ, რომ „ჟურნალისტიკის დედა“ ელისო კილაძე ცილს სწამებს პატიოსან ადამიანებს!”
- +

28 თებერვალი. 2017. 01:32



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

 

„გუშინ გაზეთ „ქრონიკა პლიუსის" რედაქტორმა ელისო კილაძემ გაზეთში გამოსაქვეყნებელი მასალის ფრაგმენტები დაანონსა საკუთარ facebook-ის გვერდზე! იგი აცხადებს რომ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს საუბნო სამმართველოს უფროსმა გუჯა ჯღარკავამ, ვინმე თამარ ყორღანაშვილისგან საჩუქრად ქრთამის სახით მიიღო ოქროს ძვირადღირებული ჯაჭვი, ამას ამბობს მტკიცებით ფორმაში და ეს ამბავი მან ყოფილი პოლიციის თანამშრომლებისგან გაიგო! რადგან საქმეში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ქრთამის აღებ-მიმცემობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ვალდებულია დაიწყოს საქმის მოკვლევა და შემდგომ დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში გადასცეს გენერალურ პროკურატურას! ველოდები ამ საქმის სწრაფ მსვლელობას! დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ან ცრუ ინფორმაციის გამცემი და მიმღები! ასეა, თაგვმა თხარა თხარაოო და კატა გამოთხარაოო, რადგან საქმე ეხება ჩემს ძმას, ამ საქმეს ბოლომდე მივყვები! კანონი არსებობს იმისთვის რომ იკანონოს! ეს ის შემთხვევაა რომ ამას არ მოვეშვები და სამარემდე ჩავყვები! მოკითხვა „ჟურნალისტიკის დედას" ერთხელ და სამუდამოდ დავამტკიცებ რომ ელისო კილაძე ატირაჟებს ყოველთვის ტყუილებს და ცილს წამებს პატიოსან ადამიანებს!" - წერს ჯღარკავა.


 

big_banner
არქივი