logo_geo
შალვა რამიშვილი: დაიწყეს ბერას დამუნათება, საქართველოს ბუნებაზე რატომ არ ზრუნავსო?!
- +

23 ოქტომბერი. 2019. 21:13

 

 

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი, ხანძრის შედეგად განადგურებული ამაზონის ტყის აღსადგენად ბერა ივანიშვილის მიერ მილიონი აშშ დოლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ გლობალური მნიშვნელობის საქმეში ქართველსაც შეუძლია წვლილის შეტანა.

 

"ბერამ გადარიცხა თანხა ამაზონის ხანძრით დაზარალებული ტყეების აღსადგენად. გამოტყვრნენ ვიღაც ვირიშვილები და დაიწყეს დამუნათება: - საქართველოს ბუნებაზე რატო არ ზრუნავსო. სამი წელია ამ თემაზე ფილმებს ვაკეთებ და ვიცი საკითხი. ის რომ თბილისსა და ბათუმში ჩინებული ბოტანიკური ბაღები და ბოტანიკის ინსტიტუტი გვაქვს, მხოლოდ ბიძინას დამსახურებაა. მათ მოვლა- პატრონობაში, მეცნიერებისა და პერსონალის ხელფასებში, მცენარეთა ნერგებში უკვე, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა. ივანიშვილის ქველმოქმედებით გაშენდა ახალი პარკები ზღვისპირეთში. რაჭის ტყეებსაც უვლის. კონკრეტულ პროექტებს და ციფრებს მოგვიანებით დავწერ... მაგრამ არა მათ დასანახად, ვინც შენებას ნგრევას, ხოლო ქველმოქმედებას გლეჯვას უწოდებს.


P.S.
სხვა სფეროს ქველმოქმედებაზე არაფერს ვწერ. P.P.S. და ძალიან მაგარია რომ გლობალურ კარგ საქმეში ქართველსაც შეუძლია წვლილის შეტანა", - წერს სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ ბერა ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხოს. 

 

 

 

big_banner
არქივი