logo_geo
„რა არის მიუღებელი იმაში, რომ ამაზონის ხანძრის შედეგების აღმოფხვრაში, ბერას სახით, თუნდაც ერთმა ქართველმა შეიტანოს საკუთარი წვლილი?“
- +

24 ოქტომბერი. 2019. 12:46

 

„უი, უი, რაზე შფოთავს თურმე ტანჯული ფბ საზოგადოება და მე გამომრჩენია - რატომ გასწია ბერამ ქველმოქმედება ამაზონის ტყის აღდგენაზეო, მიდის წიოკი“, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თქვე კარგო ადამიანებო, თქვენ არ იყავით, ფოტოს ფოტოზე რომ დებდით, ზოგს „ფოტოშოპს“, ზოგს რეალურს და მოსთქვამდით (ვფიქრობ, სრულიად საფუძვლიანად) ამაზონის ტყეზე? მაშინ იყო დედამიწის ფილტვები ამაზონი და ხანძარი ეკოლოგიური კატასტროფა და ახლა აღარ?

 

გეკითხებით, რა არის მიუღებელი იმაში, რომ ამაზონის ხანძრის შედეგების აღმოფხვრაში, ბერას სახით, თუნდაც ერთმა ქართველმა შეიტანოს საკუთარი წვლილი?

 

არ არსებობს გლობალური პრობლემა, რომელიც მხოლოდ ვიღაც კონკრეტულ ბრაზილიელს ეხება და მე და შენ არა. სირცხვილია ამის ახსნა 21-ე საუკუნეში.

 

კარგი, ამაზონის ტყე არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, აგერ არის, ბატონო, თბილისის ბოტანიკური ბაღი და დაინტერესდით ერთი საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამით (ბევრი მილიონი ლარი), რომელსაც ბერას ოჯახი ახორციელებს. ვიცი, სხვა ქველმოქმედებებიც კარგად გახსოვთ.

 

 

საინფორმაციო განმარტება:

არ აგერიოთ, „Amazon“ მდინარეა სამხრეთ ამერიკაში, რომლის შესართავებს გარს ერტყმის ტროპიკული ტყეები, ხოლო „Amazon.com“ - იყიდე-გაყიდე საიტი“, - წერს თოქმაჯიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი