logo_geo
ნინო მიქიაშვილი: უსათუოდ წაიკითხეთ ჩვენს თვალწინ მომხდარ სასწაულზე...
- +

25 ოქტომბერი. 2019. 13:53

 

 

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„უსათუოდ წაიკითხეთ ჩვენს თვალწინ მომხდარ სასწაულზე:

 

სინანულის ხატი, მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობლისა.

 

სულიერი განწმენდის გზა უპირველესად ცოდვათა მონანიების გზაზე გადის. ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიაროთ, არა მარტო ჩვენი სულის, არამედ, ერის გადასარჩენად და წინაპართა ცოდვების მოსანანიებლად.

 

ამიტომ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მართლმადიდებელი მრევლის შემოწირულობით შეიქმნა იელის მაცხოვრის და ჩუკულის ყრმიანი ღვთისმშობლის ყოვლაწმინდა სასწაულმოქმედი ხატები (XI საუკუნე).

 

ამჟამად ხატები დაბრძანებულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, მაგრამ ესეც არ გამოდგა საკმარისი ერში დაშვებულ ცოდვათა მოსანანიებლად; ჟამი კი მოახლოებულია და მართლმადიდებელი ერი მესამე და საბოლოო გაფრთხილების წინაშე აღმოჩნდა.

 

ეს-ესააა რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობლის ხატი (XVII საუკუნე). მისი დაბრუნების ისტორიაც მეტად საყურადღებოა:

 

ბავშვობაში გაუცნობიერებლად ჩადენილი დანაშაულის გამო, ხატი სინანულისთვის ომარ ზანგურაშვილმა შემოწირა სოფელ საჭამიასერში მშენებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიას. საქმე ისაა, რომ იგი 12 წლის იყო, როცა სკოლიდან ექსკურსიაზე კახეთში წავიდა; იქ ერთ-ერთ ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატი მოიპარა და შემდეგ გააჩუქა. დანაშაულის სიმძიმე წლების შემდეგ გააცნობიერა და გადაწყვიტა, ღვთისმშობლის ხატი ეკლესიისთვის შეეწირა.

 

2005 წელი იყო, როცა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ცოლ-ქმარი უძველეს საეკლესიო ხატებს ყიდდა. ომარ ზანგურაშვილმა სწორედ მათგან იყიდა ეს ხატი და სინანულის ნიშნად სოფელ საჭამიასერში მშენებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიას შემოწირა. ტაძრის კურთხევამდე ხატი დროებით ნინო ახობაძის ოჯახშია დაბრძანებული.

 

მსწრაფლშემსმენელი იყო სქიმიღუმენია თამარ მარჯანიშვილის (კოტე მარჯანიშვილის და) პირადი ხატი. თამარ მარჯანიშვილი წმინდანად 2018 წლის 23 ივნისს რუსეთის ეკლესიამ შერაცხა. მისი უხრწნელი სხეული დაბრძანებულია რუსეთში, სერაფიმე ზნამენსკის სავანეში, სადაც მან დააარსა წმინდა ნინოს სახელობის ეკვდერი, რაც საქართველოსადმი და ბოდბის მონასტრისადმი მის დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

 

დღემდე გაურკვეველია, როგორ მოხვდა ეს ხატი ხატებით მოვაჭრე ცოლ-ქმრის ხელში. საქართველოში მისი შემობრძანება სასიხარულოა. ის თავის დროზე ოქროს პერანგით შემოსილი და ოქროთი მოოჭვილ ჩარჩოში ჩასმული იყო.

 

ჩვენი პატრიარქის კურთხევით, ხატი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს, მაშინ, როცა სათანადო რაოდენობის ოქრო ან თანხა შეგროვდება.

 

ეს არის გაფრთხილება სინანულისთვის, ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად.

 

იმედია, ყველა ქართველის გულში დაიდებს ბინას ყრმიანი ღვთისმშობლის ყოვლადწმინდა სასწაულმოქმედი ხატი, როგორც გაფრთხილება და სინანული.

 

ხატის სარესტავრაციოდ შემოწირულობა სინანულის გზაზე შემდგარი ქართველისათვის სულის გადარჩენის ჭეშმარიტი წინაპირობაა.

 

შეგეწიოთ სწრაფლშემსმენელი ყრმიანი ღვთისმშობლის ყოვლადწმინდა სასწაულმოქმედი ხატი - სინანულის ხატი.

 

საჭამიასერში წმინდა ბარბარეს ეკლესიას მშენებლობის ორგანიზატორი ნინო ახობაძე 593 370225.

 

საჭამიასერის ტაძრის ლინკი, სქიმიღუმენია თამარ მარჯანიშვილის ფოტო და ჩუკულის ღვთისმშობლისა და იელის მაცხოვრის ხატის ფოტოასლები კომენტარებშია“, - წერს მიქიაშვილი.

 

 

https://www.facebook.com 

 

 

big_banner
არქივი