logo_geo
ლევან ჩაჩუა: მეამაყება, რომ საქართველოს ღირსეული მეფე-დედოფლები ჰყავდა...
- +

28 თებერვალი. 2017. 16:09



„ქართული იდეის" ლიდერი ლევან ჩაჩუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„მე ქართველი ვარ!

მე ქართველი ვარ!

მე ქართველი ვარ! - ეს ძარღვიანი სიტყვები უნდა იქცეს ჩვენი სულიერების, ცნობიერებისა და მიწა-წყლის დაცვისათვის სამართლიანი ბრძოლის დევიზად!

 

მხოლოდ ეთნიკური ქართველის მოაზრება როდი შეიძლება ამ სიტყვების ქვეშ?!

 

ვინ იყვნენ უფრო დიდი ქართველები ვიდრე: - წმ. მირიან მეფე (სპარსი); წმ. ნანა დედოფალი (ბერძენი); წმ. აბო თბილელი (არაბი); წმ. შუშანიკ დედოფალი (სომეხი); ბაგრატოვანი წმ. მეფე-დედოფლები (ტომით ებრაელნი)... რომელი ეთნიკური ქართველი გაბედავს და იტყვის, მათზე დიდი ქართველი ვარო?!

 

ეს გახლავთ - „ქართული იდეა"!

 

იდეა, რომლისთვისაც ორგანულია ღვთისა და მოყვასის სიყვარული და უცხოა ეთნიკური „ნაციონალიზმი"...

 

და კიდევ ერთხელ შევძახებ ომახიანად:

 

მე ქართველი ვარ!!!" - წერს ლევან ჩაჩუა.


ჩაჩუას აღნიშნულ სტატუსს საზოგადოების ნაწილი დაეთანხმა, ნაწილში კი იმ ფაქტმა, რომ მან ქართველი მეფეები ეთნიკურად არაქართველებად მოიხსენია, გაღიზიანება გამოიწვია. ამ ფაქტს ლევან ჩიჩუა შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:

 

„მე მეამაყება, რომ საქართველოს წმ. აშოტ კურაპალატის, წმ. ბაგრატ III-ის, წმ. დავით აღმაშენებლის, თამარის, ქეთევანის და მრავალი სხვა მსგავსი ღირსეული მეფე-დედოფლები ჰყავდა... იმის გამო, რომ ისინი ეთნიკური ქართველები არ იყვნენ, მე ღმერთმა დამიფაროს, რომ მათ დიდ ქართველობაში ეჭვი შევიტანო..." - წერს ჩაჩუა. 


 

big_banner
არქივი