logo_geo
ირმა ინაშვილი: საქართველოს ეკლესიის სახე ვართ ჩვენ, ყველა ერთად - ერიც და ბერიც, რადგან განუყოფელია ერი და ბერი ეკლესიისაგან
- +

27 ოქტომბერი. 2019. 21:26

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დისკუსიას შევესწარი, - ვინაა ეკლესიის სახე და იმას ვწერ, რაც, დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთესად იცით.

 

საქართველოს ეკლესიის სახეა ჩვენი ბერ-მონაზვნობა, რომელიც ქართველი ერის, საქართველოს და ზოგადად, კაცობრიობისთვის უწყვეტად ლოცულობს. ეს ბერ-მონაზვნობა არ ჩანს საჯარო სივრცეში. მათ კელიებსა და გამოქვაბულებში აღვლენილ ლოცვაზე დგას ჩვენი ქვეყანა.

 

ჩვენი ეკლესიის სახეა მართლმორწმუნე მრევლი, რომელიც კარგად აცნობიერებს, რა და რატომ ხდება და ყოველ მორიგ გამოწვევას საუკუნეების მანძილზე უპირისპირებს ლოცვას, მარხვას, ზიარებას, თვინიერებას, სიმშვიდეს, ღვთის სიყვარულს.

 

საქართველოს ეკლესია დგას ქართველ წმინდანთა დასზე, ჩვენი მოწამეებისა და დიდმოწამეების მეოხებაზე. ისინი არიან სახე ჩვენი ეკლესიისა.

 

საქართველოს ეკლესია დგას ამბროსი ხელაიას და კირიონ მეორის ღვაწლზე. იმ სამღვდელოების უტეხ სულზე და შეურყეველ რწმენაზე, გმირობის ტოლფას რწმენაზე, რომელსაც ბოლშევიკები წვერის შეკრეჭას და ანაფორის გახდას აიძულებდნენ, მაგრამ სიკვდილი ამჯობინეს ასეთ სიცოცხლეს. ეს სამღვდელოებაა სახე ჩვენი ეკლესიისა და დღესაც მრავლად გვყავს პატიოსანნი მღვდელნი!

 

საქართველოს ეკლესია დგას უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის უსაზღვრო მოთმინებასა და უძლიერეს ლოცვაზე. ჩემს ცხოვრებაში იმაზე წესიერ ადამიანს, ვიდრე პატრიარქია, არ შევხვედრივარ.

 

მთლიანობაში საქართველოს ეკლესიის სახე ვართ ჩვენ, ყველა ერთად - ერიც და ბერიც, რადგან განუყოფელია ერი და ბერი ეკლესიისაგან.

 

კონკრეტიზაციისა და ცხელი დისკუსიისთვის არ ვწერ ამ პოსტს“, - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი