logo_geo
ლალი მოროშკინა: რომ არა ჩემი დელიკატური დამოკიდებულება ჩანგალთან, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას „მასტერშეფში“, მაგრამ...
- +

28 ოქტომბერი. 2019. 17:59

 

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მასტერშეფი“ რომ უსწრებს ყველა პოლიტიკურ თოქ-შოუს, ყველა წვერიანის და უწვერ-ულვაშოს ბჟუტურს, კაცების „ტუფლიან“, საბოლოოდ გაგესტაპოებულ ვუმენზონდერების მარაზმს და ცალკე, ქალების პრიაჟკიან-ტუფლოჩკიან, მთლა მაჯაში გადაღუნული კაცუნების პრუტუნს, ეკრანს რომ მაგიდის ტილოს აფარებს ხალხი ამდენ მობერებულ, ორპარასკევ დარჩენილ, ცხვარზე ფეხგამობმულ, ხიბლში ჩავარდნილ დაბოღმილ, ე.წ. „წამყვანებს“, კი უნდა მიხვდეთ, რას ითხოვს ხალხი!

 

ლამაზ, ლაღ, გემრიელ სანახაობას, რომლის მერე, მინიმუმ ბედთან ჯვარს არ აიყრი და ბედკრულს სვე-ბედს არ უკურთხებ...

 

ფრანგები გიჟები კი არ არიან, სულ რაღაცას ხრაკავენ და თქვეფენ ეთერში!

 

P.S. რომ არა ჩემი დელიკატური დამოკიდებულება ჩანგალთან, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ პირველივე „პრიბორის“ ხმაურიან ჩაგდებაზე ჟეშტის „რაკოვინაში“ იტირებდა თქვენი „არტილერია“...

 

არადა, არ მემეტებით...“ - წერს მოროშკინა.

 

 

 

big_banner
არქივი