logo_geo
თეა ფირცხალავა: ალექსანდრე ბანძელაძე მრავალმხრივ დაჯილდოვებული ხელოვანი იყო...
- +

28 თებერვალი. 2017. 19:53


 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„1927 წლის 27 თებერვალს ირკუტსკის ოლქში დაბადებულა სახელოვანი ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე, რომელიც მრავალმხრივ დაჯილდოვებული ხელოვანი იყო. მან შექმნა არაერთი ცნობილი ადამიანის პორტრეტი და „მაუგლის" და „არსენას ლექსის" ილუსტრაციები, რისთვისაც უამრავი პრიზი დაიმსახურა.

 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ შურა ბანძელაძემ მოხატა ფრესკები თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს ტაძარში - დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ეს განხორციელდა მისი უწმინდესობა ილია II-ის პატრიარქად კურთხევის პირველივე წლებიდან, ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს, როდესაც დაიწყო ეკლესია-მონასტრების აღდგენა, განახლება და მოხატვა. დიდუბის ტაძრის მოხატვისთვის შურა ბანძელაძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, სიკვდილის შემდგომ.

 

შურა ბანძელაძე გარდაიცვალა 1992 წელს და იგი დაიკრძალა დიდუბის ეკლესიის გალავანში, რაზედაც კურთხევა სრულიად საქართველოს პატრიარქმა გასცა" , - წერს ფირცხალავა.


 

big_banner
არქივი