logo_geo
ნანა გაგუა: უფასო და მოკლე ლექცია ჩემგან, მოხუცი და ვეტერანი ჟურნალისტისგან...
- +

30 ოქტომბერი. 2019. 10:43

ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თვალს ვადევნებ სატელევიზიო-საინფორმაციო გადაცემებს (პროფესია მაქვს ასეთი და რაღაც წილად, ვალდებულებაც, რამეთუ 30 წელზე მეტია, ჟურნალისტი გახლავართ).

 

- „იგეგმებოდა პატრიარქის ლიკვიდაცია!“ - დაბეჯითებით გვამცნობენ ჩემი კოლეგები.

 

- „იგეგმებოდა პატრიარქის გადაყენება!“ - შედარებით თავშეკავებულები არიან აქა-იქ.

 

თავს უფლებას მივცემ და განვმარტავ: უდიდესი და არსებითი სხვაობაა ლიკვიდაციასა და გადაყენებას შორის!

 

Liquidation - ლიკვიდაცია რისამე ან ვისამე მოსპობას, რამესთვის ან ვინმესთვის ბოლოს მოღებას ნიშნავს!

 

გადაყენებაში კი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა, გადატანა უნდა ვიგულისხმოთ!

 

(მაგალითად, მანქანის ქუჩის გადაღმა გადაყენება.

 

თანამდებობიდან, სამსახურიდან გათავისუფლება.

 

მაგალითად, მინისტრი ან სარდალი გადააყენეს. დედამ შვილი ქოთანზე გადააყენა...).

 

ეს ხომ ანა-ბანაა ჟურნალისტიკისათვის?! ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, ერთი მცირე ცდომილება და აზრის კონტექსტი იცვლება. მახინჯდება. აზრს კარგავს და ერთი რელსიდან მეორეზე გადავყავართ! ასე რომ, სანამ ჩვენ, ჟურნალისტები, საზოგადოებას მოპოვებულ ინფორმაციას სანდოდ, დამაჯერებლად და კომპეტენტურად მივაწვდით, ჯერ გრამატიკას უნდა ჩავუღრმავდეთ, ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ, ჯერ ამომწურავი, გადამოწმებული ინფორმაციები უნდა მოვიძიოთ, შევაჯეროთ, გავაანალიზოთ და მხოლოდ შემდეგ ვავრცელოთ ცხელ-ცხელი ამბები!

 

P.S.: ეს ისე, უფასო და მოკლე ლექცია ჩემგან, მოხუცი და ვეტერანი ჟურნალისტისგან“, - წერს გაგუა.

 

 

 

 

big_banner
არქივი