logo_geo
ბონდო მძინარიშვილი: რატომ ლაპარაკობენ ასე უკუღმართად?! იმიტომ, რომ აჟრიალებთ! ყველგან აჟრიალებთ!
- +

31 ოქტომბერი. 2019. 01:47

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ გასაოცარი ის არის, რომ 22 სასტუმროს მშენებლობაზე, მისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, მთლიანად წყალტუბოს კომუნიკაციების აღდგენა-რეაბილიტაციაზე რამდენი ადამიანი დასაქმდება, არამედ იმაზე ლაპარაკობენ, რატომ უნდა გააკეთოს მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილმა, ესო პოლიტიკური პროექტიაო!

 

ბონდო მძინარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: "გასაოცარი ამბავია პირდაპირ!

 

იმაზე კი არ ლაპარაკობენ, ამ 22 სასტუმროს მშენებლობაზე, მისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, მთლიანად წყალტუბოს კომუნიკაციების აღდგენა-რეაბილიტაციაზე (ფაქტობრივად, ყველაფერი ახლიდან გასაკეთებელი იქნება!) რამდენი ადამიანი დასაქმდება; რამდენ ოჯახს გაუჩნდება მუდმივი სარჩო და შემოსავალი ამ სასტუმროების და აბაზანების ამუშავების შემდეგ; რამდენი პროდუქტი (ნატურალური!) დასჭირდება სტუმრების გამოკვებას და კერძო სექტორს რა შემოსავალს მისცემს ათასობით ადამიანის გამოსაკვებად მიღებული შეკვეთები, დამატებით რამდენ ადამიანს დაასაქმებს კვების პროდუქტების მწარმოებელი სექტორი, რადგან აუცილებელია პური და პურპროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული... სხვა ბევრი რამ... რეგიონის და ქვეყნის კიდევ რამდენი ტურისტული ობიექტი დაუკავშირდება წყალტუბოს საკურორტო ზონას, კიდევ რამდენი ადამიანი გაიცნობს საქართველოს, როგორც ადგილს, სადაც კომფორტული დასვენებაც შეიძლება და უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლის ნახვაც... და კიდევ რამდენი... რამდენი...

 

იმაზე კი არ ლაპარაკობენ და ფიქრობენ, როგორ მოამზადონ პროექტები სხვადასხვა სექტორის ასაღორძინებლად, სულაც ახალი მცირე და საშუალო ბიზნესის წამოსაწყებად, იქვე და ახლო-მახლო ახალი საწარმოების გასახსნელად და მეურნეობების მოსაწყობად, სასტუმროების უზრუნველსაყოფად...

 

იმაზე კი არ ლაპარაკობენ, რა შემოსავალს მოუტანს ბიუჯეტს და შემდეგ ეს როგორ აისახება სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ხელფასებზე და პენსიებზე...

 

არა, იმაზე ლაპარაკობენ, რატომ უნდა გააკეთოს მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილმაო! ესო პოლიტიკური პროექტიაო!

 

რატომ ლაპარაკობენ ასე უკუღმართად?!


იმიტომ, რომ აჟრიალებთყველგან აჟრიალებთ!"- წერს ჟურნალისტი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი