logo_geo
მირიან ყარაულაშვილი: უფრო დიდი უბედურებაა კაზინოთი და თამაშით შეპყრობა, ვიდრე წამლისგან დამოკიდებულება!
- +

31 ოქტომბერი. 2019. 23:41

 

 

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემმა ახლობლებმა იციან:

უახლოესი მეგობარი მყავდა, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი, ძალოვან და სხვა მსგავს სტრუქტურებში უამრავ საპასუხისმგებლო პოსტზე პირველ ხელმძღვანელად ნამუშევარი; იმ უბედურ წლებში უკვე შუა ხნის ასაკში „შეჯდა“ წამალზე, საუკუნეების მიჯნაზე ციხეშიც მოხვდა ამის გამო...

 

ყველა ერთად ვეცადეთ და გამოვგლიჯეთ ეს კაცი იმ უბედურებას - ციხიდან გამოსვლის შემდეგ გასუფთავდა სრულად იმ ჭირისგან...

 

ჩემს კომპანიაში დირექტორად დავნიშნე - ბანკი, ანგარიში, ბეჭედი - ხელში ჰქონდა ყველაფერი.

 

ერთი თეთრი არ დაჰკლებია კომპანიას არასდროს!

 

...ცოტა ხნის შემდეგ გავიგე - როცა ოფისში არ იყო, კაზინოში იჯდა, „აჭარაში“... დღისით, შუადღეს, საღამოს... აგებდა, იგებდა...

 

როცა გავიგე ამის შესახებ, თვითონვე აკრიფა შესაბამისი ტექსტები და საჯარო რეესტრშიც თვითონვე გადაარეგისტრირა ახალი დირექტორი...

 

ბინა გაყიდა, უფრო მცირე ბინაში გადავიდა...

 

ისიც გაყიდა, სოფელში გადავიდა... მალევე გარდაიცვალა მოულოდნელად, დილით, გულის შეტევით...

 

წამალს გადავაჩვიეთ, კაზინოს - ვერა!

 

თამაში უფრო ვერაგია და დამღუპველი, ვიდრე წამალი - ყოველთვის ვიტყვი და ყოველთვის დავამტკიცებ ამას!

 

ნარკოტიკის მოხმარებაზე ცნობას რომ ითხოვთ საჯარო სამსახურში დანიშვნისას, მის მაგივრად (ან მასთან ერთდ!) ლუდომანიისგან თავისუფლების ცნობა მოითხოვეთ - კაზინოსგან თავისუფლების!

 

კიდევ ვიმეორებ - უფრო დიდი უბედურებაა კაზინოთი და თამაშით შეპყრობა, ვიდრე წამლისგან დამოკიდებულება!

 

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამტკიცებ ამას, საკუთარი და არა წიგნებში წაკითხულით!

 

ამ ლუდომან საჯარო მოხელეთა ხელში ქვეყანა და სახელმწიფო განვითარდება კი არა, დაიღუპება მთლად - თუ უკვე ხელიდან გამოცლილი არ გვაქვს უკვე ის!

 

თუ დამიჯერებთ - კარგი იქნება, თუ არადა - თქვენი საქმისა თქვენ იცით!

 

დიდი ბოდიში ყველას წინაშე მწარე სიმართლისთვის.

 

შემინდოს ჩემი მეგობრის სულმა!“ - წერს ყარაულაშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი