logo_geo
მანუჩარ პირველი: არ არის მოვლენა ან განსაცდელი, რომელზეც პასუხს ვერ იპოვით მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში
- +

1 ნოემბერი. 2019. 15:14

 

Facebook-მომხმარებელი მანუჩარ პირველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„მუხრანობაზე, შარშან თუ შარშანწინ, გამოსვლისას ვთქვი, რომ არ არის მოვლენა ან განსაცდელი, რომელზეც პასუხს ვერ იპოვით მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში-თქო.

 

აი, ნათელი მაგალითი, - „პეტრედ ქცევის მსურველზეც“ მოიპოვება სტრიქონები მის შემოქმედებაში.

 

გეგონება, აი, ახლა, ამ წუთას დაწერა და საღებავშეუშრობელი ფურცელი გადმოგვიწოდა ჩვენ.

 

„ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!

მრავალს უწია ცოდვამ:

ვინ რა ყოფილა – გამოჩნდა!

კაცი აღმოჩნდა ცოტა!

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!

ცოდვის კითხვაა…. ჰოდა!

ყველა ისეთი აღმოჩნდა,

რა წარმოდგენაც მქონდა!

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!

მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ!…

ღმერთი! – თვით ღმერთი გაოცდა!

ამდენი დამპლის ხილვით!“ - წერს პირველი.

 

 

 

 

big_banner
არქივი