Facebook-მომხმარებელი მანუჩარ პირველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მუხრანობაზე, შარშან თუ შარშანწინ, გამოსვლისას ვთქვი, რომ არ არის მოვლენა ან განსაცდელი, რომელზეც პასუხს ვერ იპოვით მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში-თქო.
აი, ნათელი მაგალითი, - „პეტრედ ქცევის მსურველზეც“ მოიპოვება სტრიქონები მის შემოქმედებაში.
გეგონება, აი, ახლა, ამ წუთას დაწერა და საღებავშეუშრობელი ფურცელი გადმოგვიწოდა ჩვენ.
„ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
მრავალს უწია ცოდვამ:
ვინ რა ყოფილა – გამოჩნდა!
კაცი აღმოჩნდა ცოტა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
ცოდვის კითხვაა…. ჰოდა!
ყველა ისეთი აღმოჩნდა,
რა წარმოდგენაც მქონდა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ!…
ღმერთი! – თვით ღმერთი გაოცდა!
ამდენი დამპლის ხილვით!“ - წერს პირველი.