logo_geo
კობა კობალაძე: ამ ბრძოლაში გამარჯვებული ჯერ არავინ გამოსულა, რადგან...
- +

2 ნოემბერი. 2019. 19:24

 

 

„ქართული სახელმწიფოს ავისმოსურნეთა მიერ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რომლის მიზანს ყველაზე დიდი ინსტიტუციის საპატრიარქოს დისკრედიტაცია წარმაოდგენს, რასაც მრევლსა და სამღვდელოებას შორის უნდობლობის, ბზარის გაჩენა მოჰყვება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე პატრიარქის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს და შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს: 

 

„ბრძოლის სათავე კი უშუალოდ პატრიარქზე გადის, რომლის განუზომელი ავტორიტეტი მსოფლიო მასშტაბით, მის მიმართ არსებული მაღალი ნდობა და საზოგადოებრივი რეიტინგი მართლმადიდებლობის მოძულეთათვის წარმოადგენს იმ საფუძველს, რაც მას მტრული თავდასხმების მთავარ სამიზნედ აქცევს. შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი, რომელიც მტკიცედ დგას ერის სულიერების სადარაჯოზე და ღირსეულად წინამძღოლობს სამწყსოს. სამოციქულო დედა-ეკლესია მუდამ იყო სახელმწიფოებრივობის ერთ-ერთი ქვაკუდხედი, მისი ფუნქცია და მნიშვნელობა, გამაერთიანებელი როლი, მოსახლეობის ნდობა, სასულიერო პირთა ავტორიტეტი და მრევლის ზრდა ჩვენი სამშობლოს ავისმოსურნეებს ხელს უშლის ბინძური ზრახვების განხორციელებაში, ამიტომაც მიიჩნევენ საქართველოს ეკლესიას და მართმადიდებლობას მთავარ მტრად, ამის გამოა ეკლესია მუდმივი ცილისწამების, ჭორების, ინტრიგების და თავდასხმის მუდმივი ობიექტი, ვინაიდან პატრიარქი და საპატრიარქო ინსტიტუცია, რომელსაც სრულიად ერი ენდობა წარმოადგენს იმ საფრთხეს, რომელიც შიშის ზარს სცემს საქართველოს მტრებს და აიძულებს მათ საკუთარი თავის გამოაშკარავებას და ფარული ზრახვანის გაცხადებას. გაითავისოს მავანმა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ქრისტესთან ბრძოლაა. ამ ბრძოლაში კი გამარჯვებული ჯერ არავინ გამოსულა, რადგან კლდეზე დაფუძნებულ ქრისტეს ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერასდროს მოერევიან. მადლობა დაუღალავ მოძღვრებს ჩვენს ცოდვილ სულზე ზრუნვისათვის, მადლობა დედა-ეკლესიას მარადიული წყალობის მონიჭებისთვის, მადლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მისი მუხლჩაუხრელი შრომისა და ღვაწლისათვის.

უფალს ვებარებოდეთ! დიდება ღმერთს!“ - წერს კობალაძე.

 

 

 

big_banner
არქივი