logo_geo
ირაკლი ბათიაშვილი: დავიცვათ ჩვენი პატრიარქი, ეკლესია და საქართველო! ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ნეობოლშევიკების ეს თარეში!
- +

3 ნოემბერი. 2019. 02:13

 

პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემო ძმებო და დებო! თანამემამულენო!

სახეზეა ნეობოლშევიკური ურდოების გაშმაგებული და უბინძურესი შემოტევა. მაგრამ ეს არაა შემოტევა მხოლოდ ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ესაა შემოტევა თითოეული ჩვენთაგანის წინააღმდეგ; ჩვენი ერის წინააღმდეგ; ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის წინააღმდეგ. ისინი მოქმედებენ კარგად გაწერილი სცენარის მიხედვით, რაც დიდი ხნით ადრე მზადდებოდა. ეს მაჯლაჯუნები ცდილობენ მოარღვიონ ჩვენი ისტორიული ყოფიერების საფუძვლები, დათესონ ნგრევა, არეულობა, ნიჰილიზმი და ამ ნანგრევებზე კვლავ მოვიდნენ ხელისუფლებაში. დავდგეთ მტკიცედ და შეუდრეკელად! დავიცვათ ჩვენი პატრიარქი, ეკლესია და საქართველო! ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ნეობოლშევიკების ეს თარეში! ჩვენთან არს ღმერთი!“ - წერს ირაკლი ბათიაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი