logo_geo
თეა ფირცხალავა: წყალტუბომ მომავალი კეთილდღეობის იმედი ჩამისახა, რა საგანძური გვქონია
- +

4 ნოემბერი. 2019. 01:06

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა ფირცხალავა წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს: 

"წყალტუბო მივიწყებული მქონდა და არც კი მახსოვდა, რა საგანძური გვქონია ქვეყანაში. ეს რა ვნახე, გაგიჟებული ვარ... წყალტუბომ საქართველოს მომავალი კეთილდღეობის იმედი ჩამისახა და მადლობა ტვ "იმედს", რომ ასე დეტალურად გააშუქა წყალტუბოს წარსული დიდება, რომლის დაბრუნება საუკუნის და საშვილიშვილო პროექტით მოხდება.


ჩემთვის პოლიტიკა და პოლიტიკოსები (დიდი ხანია) მეორეხარისხოვანია, თან ოცნებასაც გადავეჩვიე... ან რა დროს ოცნებაა?! დღეს ჩემთვის უმთავრესია საქართველოს ხვალინდელი დღე და ეს დღე მე წყალტუბოს პროექტში დავინახე!!!
გმადლობ და ყოჩაღ ბიძინა!!!

იმედია, მომავალი თაობა მაინც დაგიფასებს ნაკეთებ საქმეებს, დღევანდელი (ზოგიერთი) უმადურისგან განსხვავებით!" - წერს იგი. 

 

big_banner
არქივი