logo_geo
ბაკურ სვანიძე: მოდით ნუ გავკიცხავთ, სხვა პოეტი და თანაც ასეთი კარგი, უბრალოდ შოკია
- +

5 ნოემბერი. 2019. 11:49

ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს სტატუტსს იმაზე, რომ ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა არ იცოდა ცნობილი პოეტი ტარიელ ხარხელაური.

 

„იმედის" გოგონა ჟურნალისტდა:- "ახლა ჩვენს გვერდით არის პოეტი, ბატონი... ბატონი პოეტი... პოეტი... პოეტი..." - "ტარიელ ხარხელაური" - ღიმილით ჩაილაპარაკა გვერდით მდგომმა პოეტმა... რას ვერჩით? მაგ თაობის გოგოშკებს "პოეტი" სხვა არავინ გაუგონიათ რატი ამაღლობელის, პაატა შამუგიას, ზვიად რატიანი და მისთანანის გარდა... "საბას" ლაურეატების გარდა... სხვაც თუ პოეტი შეიძლება იყოს, თანაც მართლა ასეთი კარგი პოეტი და თან ამ ასაკს მიღწეული ცოცხალი პოეტი - უბრალოდ შოკია მისთვის... ამიტომაც არ იცის ვინ არის ტარიელ ხარხელაური... მოდი, ნუ გავკიცხავთ...", - წერს ბაკურ სვანიძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი