ნიკოლოზ მჟავანაძე: მგონია, ზოგიერთმა სასულიერო პირმა სჯობს იმ სფეროში გადაინაცვლოს, სადაც უფრო კარგად გრძნობს თავს
-
+
5 ნოემბერი. 2019. 13:26
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მგონია, ზოგიერთმა სასულიერო პირმა სჯობს იმ სფეროში გადაინაცვლოს, სადაც უფრო კარგად გრძნობს თავს.
- მეუფე პეტრე გადაბარგდეს პოლიტიკაში და შეუერთდეს „ნაცებს“, მითუმეტეს ადრე პარლამენტში მოსახვედრად კენჭსაც იყრიდა.
- პეტრე კოლხი წავიდეს შოუბიზნესში და კლუბ „ბასიანში“ ახალგაზრდებს წაუკითხოს ლექსები და შეითავსოს დიჯეობა.
- ფოთის და ხობის ეპისკოპოსმა გრიგოლმა დაიწყოს „მთავარ არხზე“ თეოლოგად მუშაობა, რადგან პატრიარქის კრიტიკას იქ უფრო დაუფასებენ.
- მღვდელი ილია ჭიღლაძე, რომელიც ეკლესიის და პატრიარქის გინების გარდა არაფერს აკეთებს, გადაბარგდეს თავისუფლების ინსტიტუტში, სადაც მას ასპარეზი უფრო დიდ „მწვერვალებისკენ“ გაეხსნება.
- მღვდელმა ანდრია სარიამ დაიწყოს რომანის წერა - „მე, პაატა და იღუმენია თამარი“.
- საპატრიარქოდან განკვეთილი დედა სიდონია შეუერთდეს ბაია პატარაიას და დაიწყოს მოძრაობა „ჩემი პაატა ჩემი სახლია“, - წერს მჟავანაძე.