logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: მგონია, ზოგიერთმა სასულიერო პირმა სჯობს იმ სფეროში გადაინაცვლოს, სადაც უფრო კარგად გრძნობს თავს
- +

5 ნოემბერი. 2019. 13:26

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მგონია, ზოგიერთმა სასულიერო პირმა სჯობს იმ სფეროში გადაინაცვლოს, სადაც უფრო კარგად გრძნობს თავს.

 

  1. მეუფე პეტრე გადაბარგდეს პოლიტიკაში და შეუერთდეს „ნაცებს“, მითუმეტეს ადრე პარლამენტში მოსახვედრად კენჭსაც იყრიდა.

 

  1. პეტრე კოლხი წავიდეს შოუბიზნესში და კლუბ „ბასიანში“ ახალგაზრდებს წაუკითხოს ლექსები და შეითავსოს დიჯეობა.

 

  1. ფოთის და ხობის ეპისკოპოსმა გრიგოლმა დაიწყოს „მთავარ არხზე“ თეოლოგად მუშაობა, რადგან პატრიარქის კრიტიკას იქ უფრო დაუფასებენ.

 

  1. მღვდელი ილია ჭიღლაძე, რომელიც ეკლესიის და პატრიარქის გინების გარდა არაფერს აკეთებს, გადაბარგდეს თავისუფლების ინსტიტუტში, სადაც მას ასპარეზი უფრო დიდ „მწვერვალებისკენ“ გაეხსნება.

 

  1. მღვდელმა ანდრია სარიამ დაიწყოს რომანის წერა - „მე, პაატა და იღუმენია თამარი“.

 

  1. საპატრიარქოდან განკვეთილი დედა სიდონია შეუერთდეს ბაია პატარაიას და დაიწყოს მოძრაობა „ჩემი პაატა ჩემი სახლია“, - წერს მჟავანაძე.

 

 

 

big_banner
არქივი