logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: იმას არ ვამბობ, რომ ეკლესია უნდა ჩაიკეტოს და „სჯულის კანონზე“ უარი თქვას, მაგრამ...
- +

6 ნოემბერი. 2019. 15:20

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იმას არ ვამბობ, რომ ეკლესია უნდა ჩაიკეტოს და „დიდი სჯულის კანონზე“ უარი თქვას, მაგრამ...

 

მაგრამ ეს ჭორიკანა მღვდლები სულ პანღურით უნდა გამოყარონ ტაძრებიდან!

 

იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ ამ ჭორაობით მთლიანად ეკლესია ილანძღება და მრევლიც ბრკოლდება!

 

და თუ ხვდებიან და მიზანმიმართულად მოქმედებენ, პირველს მეორე პანღურიც უნდა მიაყოლონ ჭიშკარში!

 

სირცხვილია, კაცო, სირცხვილია!

 

გაჩუმდით!

 

გაჩუმდით და ეკლესიაში მოაგვარეთ პრობლემები!

 

ესენი ვინ ყოფილან?!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი