logo_geo
ნიკოლოზ მეტრეველი: თვითმარქვია ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილზე წერენ, რომ მან სამებისთვის მხოლოდ გუმბათი და ჯვარი დააფინანსა
- +

8 ნოემბერი. 2019. 18:49

 

„ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის ქველმოქმედების გაღება 2000 წლიდან დაიწყო და 7 წლის განმავლობაში, ტაძარი 70 მილიონი ლარით დააფინანსა. თვითმარქვია ჟურნალისტები კი წერენ, რომ მხოლოდ გუმბათი და ჯვარი დააფინანსა“,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ის, რომ ყველაფერში დაინახო ბიძინა ივანიშვილი, თან მას დააბრალო ყველაზე დიდი აბსურდები, ეს  გარკვეული ე.წ. მედიის წარმომადგენლებისთვის მათი არსებობის აუცილებელი პირობა გახდა.

 

„ბოლო დროს, განსაკუთრებით ჩემი საჯარო აქტივობებიდან გამომდინარე, ფონდიდან „ქართუ“ სხვადასხვა მონაცემების გამოთხოვა დამჭირდა. მათ შორის, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის განკუთვნილი დეტალებიც წამოვიღე, მაგრამ აღარ მეგონა, ამ თემაზე ვინმე ნეგატიურ საუბარს თუ გაბედავდა და კითხვის ნიშნები კიდევ თუ იარსებებდა.

 

თუმცა, დღეს ისეთი პოპულარული გახდა ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენები, რომ სამების საკათედრო ტაძრის საკითხსაც მიადგნენ. ის, რომ ყველაფერში უნდა დაინახო ბიძინა ივანიშვილი, თან მას დააბრალო ყველაზე დიდი აბსურდები, ეს ხომ გარკვეული ე.წ. მედიის წარმომადგენლებისთვის მათი არსებობის აუცილებელი პირობა გახდა.

 

ე.წ. ჟურნალისტის გიორგი კაპანაძის მხრიდან, ცილისწამების მორიგი ურცხვი მაგალითი ვიხილეთ. თვითმარქვია ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილზე წერენ, რომ მან სამებისთვის მხოლოდ გუმბათი და ჯვარი დააფინანსა და მეტიც, თითქოს ბიძინა ივანიშვილი უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

 

ექსპერტი  სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისა და მოხატვისთვის წლების მიხედვით  გაღებულ თანხებს აქვეყნებს.

 

„ამ სამარცხვინო ბრალდებებს არ გავყვები და მხოლოდ იმ ციფრებს მოვიყვან, რაც ჩემთვის არის ცნობილი, დოკუმენტურად დადასტურებული და მინდა რომ საზოგადოებამაც ნახოს: ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის ქველმოქმედების გაღება 2000 წლიდან დაიწყო და 7 წლის განმავლობაში, ჯამში ტაძარი 70 მილიონი ლარით დააფინანსა. ეკლესიის აშენებასთან ერთად, ტაძრის მოხატვისთვის 2016-2019 წლებში, ბიძინა ივანიშვილმა მილიონ 100 ათას ლარზე მეტი გაიღო. გასაგებია, რომ კანონმდებლობა ცილისწამებას არ ზღუდავს და არ არეგულირებს, მაგრამ რაღაცას ხომ აქვს ზღვარი, ხომ შეიძლება, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მაინც შევიტანოთ კანონში და მაგალითად, გიორგი კაპანაძეს ქუჩები მაინც მოვახვეტინოთ? როგორც ჟურნალისტი, საზოგადოებისთვის სასარგებლოს ვერაფერს აკეთებს და ხომ შეიძლება რაიმე სასარგებლო საქმე გააკეთოს? ბრალდების მეორე ნაწილს რაც შეეხება, ეს დიდი სიბინძურე იმდენად აბსურდულია, რომ ამაზე დაწერაც არ მინდა. გასაგებია, მასიური მადისკრედიტირებელი კამპანია მიდის პატრიარქზე. ასეთივე კამპანია წლებია მიდის ბიძინა ივანიშვილზეც. ახლა სახეზეა მცდელობა რამენაირად დააპირისპირონ ეს ორი პიროვნება და ამით საკუთარი პოლიტიკური სარგებელი მიიღონ. ძალიან უსუსურია ეს ყოველივე.

 

შეგიძლიათ სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისა და მოხატვისთვის გაღებული თანხები წლების მიხედვითაც იხილოთ:

 

ტაძრის მშენებლობა:

2000 წ. – 2 244 025,00

2001 წ. – 7 157 105,00

2002 წ. - 8 470 828,00

2003 წ. – 11 067 042,00

2004 წ. – 21 223 506,00

2005 წ. – 10 062 191,00

2006 წ. – 9 247 275,00

2007 წ. – 428 028,00

სამების ტაძრის მოხატვა:

2016 წ. – 183 765,00

2017 წ. – 165 388,00

2018 წ. – 224 988,00

2019 წ. – 530 297,00“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი

 

big_banner
არქივი