logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: აი, ამიტომ არის ნაგავი აკინის ფილმი!
- +

10 ნოემბერი. 2019. 13:03

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაცსექტანტებმა საწმერთული რომ შემოიხიეს აკინის ფილმზე, დაავიწყდათ, რას უშვებდნენ 2008 წლის აგვისტოში სამივე მითვისებულ ტელევიზიაში?!

 

დიახ, „დემეტრე თავდადებულით“ დაწყებული და „გიორგი სააკაძით“ დამთავრებული თუ რამე ისტორიულ-პატრიოტული ფილმია, ყველაფერი გადიოდა ომის დღეებში!

 

ეჩვენებინათ რამე ეროტიული, რატომ არ გაუშვეს?!

 

აი, ამიტომ არის ნაგავი აკინის ფილმი!

 

როცა მტერი მოგადგება ან შემოგივარდება, რაც იარაღად არ გამოგადგება, ის ან გასართობია, ანდა ნაგავი!

 

გასართობად გვცალია?!

 

ის ანეკდოტი გამახსენდა, მამამ შვილს იარაღი რომ აჩუქა და იმან საათში გადაცვალა.

 

გახსოვთ მამის ნათქვამი? - ვინმე რომ შემოგვივარდეს და ოჯახი აგვიწიოკოს, რას ეტყვი, ორის ნახევარიაო?!

 

ასეა ამათი საქმეც!

 

თუმცა, როცა შემოგვივარდნენ, კი გვახსოვს, როგორი ზედახორა ჰქონდათ საზღვარზე!

 

დაყენდით, რა!

 

გამომივიდნენ აქ თავისუფლების მებაირახტრეები!

 

თქვენ რა იცით, რა არის თავისუფლება?!

 

მონებო!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი