logo_geo
„არ არის ეს კაცი არავის საღლიცინო, 2009 წლის 6 მაისს თვალი დაკარგა“
- +

10 ნოემბერი. 2019. 15:12

 

 

 

ორი დრის წინ კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებული მოვლენების, ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდის მთავრი გმირის ირაკლი ხომასურიძის ფრაზამ - „თუ დღეს ეს ფილმი გავა, მე სახლში ცოცხალი არ წავალ“ სრულიად ინტერნეტ სივრცე მოიცვა.

 

ძირითადად მის ფრაზაზე ყველას ეცინებოდა, რადგან მის ფრაზის პარალელურად ფილმი უკვე გადიოდა კინოთეატრებში.

 

მოგვიანებით, ბესო დანელიამ პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ირაკლი ხომასურიძეს მიუძღვა, რითაც მას მხარდაჭერა გამოუცხადა და საზოგადოებას ირაკლის შესახებ ცოტა მეტი ინფორმაცია მიაწოდა.

 

„უკვე იმდენი ღლიცინით და ცინიზმით სავსე პოსტი შემხვდა, რომ თავი ვალდებულად ჩავთვალე, გითხრათ: ეს არის ირაკლი ხომასურიძე, უვაჟკაცესი და ძალიან ღირსეული თბილისელი (ნახალოვკელი) კაცი. როდესაც წვიმასავით მოდიოდა პლასტიკური ტყვიები სამმართველოდან 2009 წლის 6 მაისს, იმ დღეს პატარა გრეჩიხა რომ გადახტა სამმართველოს ეზოში. მე ერთი ტყვია მუხლში მომხვდა და ერთი ყურში, გადავრჩი ერთი სიტყვით სერიოზულ დასახიჩრებას, ირაკლიმ კი, რომელიც იმ დღეს ჩვენს გვერდით იდგა, თვალი დაკარგა, თუმცა მას შემდეგ არავის გახსენებია და უხსენებია მისი თვალი და ჯანმრთელობა! არც თვითონ უთხოვნია ვინმესთვის მოწყალება, არადა თვალი დაკარგა ადამიანმა, სხეულის ნაწილი და თვალის ჩინი კი არა, მთელი ჩემი სიცოცხლე ენაცვალოს ჩემს სამშობლოსო, ასე თქვა! მე არავის არც ჭკუას ვასწავლი და არც ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციობაზე მქონია ოდესმე პრეტენზია, თუმცა ძალიან გულზე მხვდება, რომ ასეთ ღირსეულ ადამიანზე ღლიცინებთ. არ არის ეს კაცი არავის საღლიცინო, ღრმად მწამს რატომღაც ეს“, - წერს დანელია.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი