logo_geo
სანდრო ბრეგაძე: ომბუდსმენი, რომელიც დემონსტრანტების დაკავებას ითხოვს, ნინო ლომჯარია პირველი სამარცხვინო მაგალითია
- +

10 ნოემბერი. 2019. 20:52

 



საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მსოფლიო უფლებადაცვით ისტორიაში ლომჯარია შევა პირველ სამარცხვინო მაგალითად, როდესაც სახალხო დამცველი დემონსტრანტების დაკავებას ითხოვს.

 

"ეს არის ომბუდსმენის ინსტიტუტის სირცხვილი. უწიგნურობის, გაუნათლებლობის, დილეტანტიზმის ნათელი მაგალითი", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.



​მისივე თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ გეი-ფილმის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი 20 ივნისს გაუთანაბრონ, რაც აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის. 

 

სანდრო ბრეგაძის განმარტებით, 20 ივნისის აქციის მონაწილეებმა სცადეს საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოს - პარლამენტის დაკავება, იყო რამდენიმე შეჭრის მცდელობა, რაც ცალსახად შეიცავს სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებს; 8 ნოემბრის აქციას რაც შეეხება, დემონსტრანტები იდგნენ არა პარლამენტთან ან პრეზიდენტის რეზიდენციასთან, არამედ კინოთეატრის წინ და ისინი კინოთეატრში ვერანაირად ვერ მოახდენდნენ სახელმწიფო გადატრიალებას.

 

 

"ნინო ლომჯარია მსოფლიო უფლებადაცვით ისტორიაში შევა პირველ სამარცხვინო მაგალითად,როდესაც სახალხო დამცველი დემონსტრანტების დაკავებას ითხოვს,ეს არის ომბუდსმენის ინსტიტუტის სირცხვილი.ამავე დროს ეს არის უწიგნურობის,გაუნათლებლობის,დილეტანტიზმის ნათელი მაგალითი. როდესაც ეს მანქურთები ცდილობენ გეი-ფილმის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გაუთანაბრონ 20 ივნისს,ამიტომ კარგად მომისმინოს ლომჯარიამაც და მისმა ამფსონმა ბოკერიამ - 1) 20 ივნისის აქციის მონაწილეებმა ცადეს საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოს-პარლამენტის დაკავება და იყო რამდენიმე შეჭრის მცდელობა,რაც ცალსახად შეიცავს სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებს-8 ნოემბერს დემონსტრანტები იდგნენ არა პარლამენტთან ან პრეზიდენტის რეზიდენციასთან,არამედ კინოთეატრის წინ და ისინი კინოთეატრში ვერანაირად ვერ მოახდენდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. -2) 20 ივნისს ძალადობრივმა ჯგუფებმა გაიტაცეს,გალახეს,ჩაფხუტები მოხადეს,ფარები და ხელკეტები წაართვეს, განაიარაღეს 50-მდე პოლიციელი-8 ნოემბრის აქციაზე არცერთ პოლიციელს არავინ შეხებია, ხოლო მოტაცებაზე და განიარაღებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. -3) 20 ივნისს გაილახა.დაშავდა და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო რამდენიმე ათეულმა პოლიციელმა,რომლებიც საავადმყოფოებში მოხვდნენ და მძიმე ტრამვების გამო დღესაც მკირნალობენ - 8 ნოემბრის აქციაზე არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა-4)20 ივნისის აქციაზე დაშავდა,თვალი დაკარგა,დასახიჩრდა უამრავი დემონსტრანტი-8 ნოემბრის აქციაზე მსუბუქად დაშავდა 1 ადამიანი(ანი სუბელიანი),რაც სამწუხაროა,თუმცა 100-200 დაშავებულსა და 1 დაშავებულს შორის უდიდესი სხვაობაა - ყოველივეს შემდეგ ვეკითხები ე.წ.სამარცხვინო სახალხო დამცველს - შენთვის 20 ივნისის დემონსტრანტები - სადაც უამრავი პოლიციელი დაშავდა-დასახიჩრდა, გატაცებულ იქნა, მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან, მათ სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვ, მათ უფლებებს იცავ, ხოლო 8 ნოემბრის აქციის მონაწილეები (სადაც არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა) ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებია და მათ დაკავებას ითხოვ??? ისა და ქალბატონო ლომჯარია-თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ??? თუ ისეთ გრანტს და “მაყუთს” შეგპირდნენ, რომ სული საერთოდ გაყიდეთ, შუბლის ძარღვი გაიწყვიტეთ და სამარცხვინოდ იქეცით?! თქვენი სულგაყიდულობის, უცოდინრობის და დილეტანტიზმის მე მრცხვენია, თან ძალიან მრცხვენია!!! ამიტომ თუ ნაკლებს ილაპარაკებთ, ამითი ნაკლებ სისულელეს იტყვით და ნაკლებად დაგეტყობათ, რომ შეგნებულად ღალატობთ სამშობლოს!!!", - წერს სოციალურ ქსელში სანდრო ბრეგაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი