logo_geo
დათო ტურაშვილის უარი „ჰოლივუდს“: ფილმ „ჯინსების თაობაში“, რამდენიმე ბიჭი გეი უნდა ყოფილიყო
- +

10 ნოემბერი. 2019. 22:26

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი მანჩო გიორგობიანი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე   მწერალ დათო ტურაშილის ერთ-ერთ მონათხრობს აქვეყნებს, სადაც ტურაშვილი იხსენებს,  თუ რატომ ჩაიშალა "ჰოლივუდის" ერთ-ერთ ჯგუფთან „ჯინსების თაობის“ სცენარით ფილმის გადაღება.

 

"წარმატების" გამო, ტრა@არ უნდა მისცე კაცმა, ასეა ეს... ჰოლივუდის ერთ-ერთ ჯგუფთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, "ჯინსების თაობის" სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებაზე. ყველაფერში შეთანხმება მიღწეული გვქონდა, თუმცა ამერიკელებმა ერთი ნიუანსის შეცვლა მომთხოვეს სცენარში - ბიჭებიდან რამდენიმე გეი უნდა ყოფილიყო და რადგან საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალიზმი იკრძალებოდა, ეს იქნებოდა მათი სსრკ-დან გაქცევის მთავარი მიზეზი. ისინი თვლიდნენ, რომ ასეთი სახით ფილმის კომერციული წარმატება გაცილებით დიდი იქნებოდა. ამაზე ჩემი უარი მიიღეს და შესაბამისად მოლაპარაკებაც ჩაიშალა", - იხსენებს დათო ტურაშვილის მონათხრობს მანჩო გიორგობიანი.

 

 

big_banner
არქივი