სოციალური ქსელის მომხმარებელი მანჩო გიორგობიანი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მწერალ დათო ტურაშილის ერთ-ერთ მონათხრობს აქვეყნებს, სადაც ტურაშვილი იხსენებს, თუ რატომ ჩაიშალა "ჰოლივუდის" ერთ-ერთ ჯგუფთან „ჯინსების თაობის“ სცენარით ფილმის გადაღება.
"წარმატების" გამო, ტრა@ი არ უნდა მისცე კაცმა, ასეა ეს... ჰოლივუდის ერთ-ერთ ჯგუფთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, "ჯინსების თაობის" სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებაზე. ყველაფერში შეთანხმება მიღწეული გვქონდა, თუმცა ამერიკელებმა ერთი ნიუანსის შეცვლა მომთხოვეს სცენარში - ბიჭებიდან რამდენიმე გეი უნდა ყოფილიყო და რადგან საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალიზმი იკრძალებოდა, ეს იქნებოდა მათი სსრკ-დან გაქცევის მთავარი მიზეზი. ისინი თვლიდნენ, რომ ასეთი სახით ფილმის კომერციული წარმატება გაცილებით დიდი იქნებოდა. ამაზე ჩემი უარი მიიღეს და შესაბამისად მოლაპარაკებაც ჩაიშალა", - იხსენებს დათო ტურაშვილის მონათხრობს მანჩო გიორგობიანი.