logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: ახლა კი ვეღარ გავჩუმდები! რით განსხვავდებიან ბოლშევიკებისგან...
- +

10 ნოემბერი. 2019. 23:41

 


ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე, ბოლო დღეებში თბილისში მიმიდნარე პროცესებს ეხმიანება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

ახლა კი ვეღარ გავჩუმდები! არა, აკინის ფილმზე არ ვწერ. არ მინახავს და იმიტომ. არც ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს უნახავს, მაგრამ მთელი არსებით მხარს ვუჭერო(?!). რით განსხვავდება იმ ბოლშევიკთა პოზიციისგან, პასტერნაკის რომანზე რომ ამბობდნენ, არ წაგვიკითხავს, მაგრამ მთელი არსებით ვგმობთო?!

***

იქნებ, რა ხდება იმ ფილმში?! იქნებ, მართლაც ეროვნული ღირსების ხელყოფაა და თანაც, მხატვრული უმწეობაც?! მაგრამ ქალბატონი ლანა მაინც მთელი არსებით მხარს უჭერს?! თავისუფლების ტრფიალია და იმიტომ. თავისუფლებას იცავს. ყველანაირ თავისუფლებას. მაშინ არ იცავდა, ზვიად გამსახურდიას რომ ებრძოდა; თითქოს ზვიად გამსახურდია ებრძოდა თავისუფლებას. თავისუფლების რაინდი!

უფრო მეტიც, ახლაც იმას ებრძვის, „ღრმააზროვანი" მინიშნებებითა და ქვეტექსტებით რომ გვესაუბრება - რაღაც ძალებს უნდათ, ისევ უფსკრულში ჩაგვითრიონო. თითქოს, არ გვახსოვდეს, მხედრიონს („რაღაც ძალას") სამეგრელოსკენ გზას რომ ულოცავდა.

საერთოდ, ქალბატონ ლანას, რაკი დიდხანს იცხოვრა (ღმერთმა კვლავაც დღეგრძელობა მისცეს - გულწრფელად ვამბობ), ალბათ, ჰგონია, რომ ყველაფერი დაგვავიწყდა. არადა, მისი შეცოდებანი რომ დავივიწყოთ, მამამისის ავი საქმენი ხომ მარად იცოცხლებს! იქნებ, უფალიც იმიტომ აცოცხლებს, რომ ორივეს ცოდვები ეწრთად მოინანიოს?! მაგრამ ამისა რომ არაფერი ეტყობა?! უფრო - პირიქით.


***

აკინის ფილმს კი, მის გარდა, ისეთი ხალხი იცავს, სერიოზულად დაეჭვდები: პაატა შამუგია, ნინია კაკაბაძე, დავით ბერძენიშვილი, მათს ფეხის ხმას აყოლილი გვანცა ჯობავა, წიგნის გამომცემელთა ასოციაციის უწიგნური პრეზიდენტი და სხვ.

მოწინააღმდეგენი კი, თავიანთი სისულელით (იქნებ ვერცხლისმოყვარეობითაც) ისეთ რეკლამას უწევენ, რომ ადვილი შესაძლებელია, „ოსკარს" მართლა გამოჰკრას ხელი“, - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

big_banner
არქივი