logo_geo
დავით ოქიტაშვილი: სუხიშვილი - რამიშვილის ოჯახი მთელს მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან
- +

11 ნოემბერი. 2019. 02:12

 

 

საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, ქართული ეროვნული ცეკვების ანსამბლ „სუხიშვილების“ ერთ-ერთ ხელმძღვანელ, ნინო სუხიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება შეუჩერეს.

 

როგორც დავით ოქიტაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოს თუ ვინმე იცნობს, ერთ-ერთი ამ ოჯახის უდიდესი დამსახურებაა.

 

„  პრადვინუტებო!!! სუხიშვილი -რამიშვილის ოჯახი მთელი ცხოვრებაა ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან მთელს მსოფლიოში!!! თუ ჩვენს ქვეყანას ვინმე იცნობს, ერთ-ერთი ამ ოჯახის უდიდედსი დამსახურებაა, რომელიც გრძელდება დღემდე და მთავარი!!! ჩემო დაო ნინო!!! შენ არ გჭირდება გაეროს ელჩობა, შენ და შენს ოჯახს ეს ჯილდო დიდიხანია გაქვთ და ეს ჯილდო ქართველი ხალხის სიყვარულია, რომელიც ყველანაირ ჯილდოზე და ელჩობაზე ძვირფასია. მიყვარხართ“, - წერს დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

big_banner
არქივი