logo_geo
ლალი მოროშკინა: ვიცოდი, რომ ბუსუსებიანი პრეზერვატივებიდან ძაღლის ყეფა-არყეფამდე მივიდოდნენ!
- +

13 ნოემბერი. 2019. 13:20

 

„აი, ვიცოდი, ვიცოდი, რომ ბუსუსებიანი პრეზერვატივებიდან ძაღლის ყეფა-არყეფამდე მივიდოდნენ!“ - წერს სოციალურ ქსელში PR-სპეციალისტი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩვენო ძვირფასო, ამორფულო, სუბსტანციაარეულო, ნუკლეინის მჟავა ნანთხევო, ოლიგოფრენო კანონმდებლებო, რომ არ იწვალოთ, აი ნუსხა, რაზეც ასევე ღირს დაშტრაფვა:

 

  1. კრაოტი ჭრაჭუნიზა
  2. ქუსლა ტუფლით კაკუნიზა
  3. ორგაზმი განსახიერებიზა
  4. ცრუ ორსულობიზა
  5. პირველ და მეორე აქტს შორის აიკოსიზა( აბა სხვა სადანაა)
  6. უსაბუთო მტლაშა-მტლუშიზა
  7. თეთრი ნასკებიზა
  8. მაგ ნასკებში შნუროკ ჩატანიზა
  9. ამინდზე წუწუნიზა
  10. ამინდზე არწუწუნიზა
  11. 12 საათის მერე უნიტაზის ჩარეცხვიზა, ასევე დაბანიზა და ამ დროს ყროყინიზა, მთლა დახვრეტის მუხლია აღსადგენი
  12. ჰაერის გაფუჭებიზა(ხმაურიანად და ჩურჩულითა)
  13. სლოკინიზა კაპეზე
  14. კბენაი, ღრენაი, @@კში თითის ტენაი - 5-7 წლამდე
  15. სხვისი ცოლის ხმარებიზა
  16. სხვისი ქმრის მოხმარებიზა
  17. ბიჭი-ბიჭიზა-საოხრეზე სალიარკა!

 

კიდევ დაგიწერთ, ოღონდ თქვენ არ მოაცდინოთ თქვენი სტერილური ტვინადწოდებული ორგანო.

 

P.S. სიტყვა „რეამინაცია“ - ხმარებიზა, ჯერ ხმარება და მერმის დახვრეტა“, - წერს მოროშკინა.

 

 

 

big_banner
არქივი