logo_geo
გიორგი კალანდია: დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისათვის!
- +

13 ნოემბერი. 2019. 13:32

 

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მიუხედავად იმისა, რომ დარგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თურმე ზურგს უკან ფრიად იღელვა პარლამენტში დაგეგმილ ჩვენს გამოსვლასთან დაკავშირებით, დისკუსიამ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის დარბაზში მაინც ძალიან კარგად ჩაიარა.

 

საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ ორი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქართული მუზეუმების მუშაობას და ეროვნული საგანძურის გამდიდრებას უფრო წარმატებულს გახდის, დეპუტატებმა (პოზიციამაც და ოპოზიციამაც) ძალიან ყურადღებით მოგვისმინეს, გაიზიარეს ჩვენი პოზიცია და იწყება საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობა ჩვენს ინიციატივებზე! დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისათვის, - წერს კალანდია.

 

 

big_banner
არქივი