logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ვთხოვ ყველა ახალგაზრდას: ვინც ამ თაღლითი „გირჩელი“ მიტროპოლიტიკოსების ხელმოწერილი ფურცლები აიღეთ...
- +

13 ნოემბერი. 2019. 13:35

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არაუშავს, შვილო, იქ რომ მიხვალ, მოხუცი ბაბუა დაგხვდება, ჩაეხუტე და ყველაფერს გაპატიებს, - ის მაღალია და მოწყალე! ღმერთი ჰქვია!

 

თქვენ კი, „გირჩელებო“, ძალიან უსინდისოები ხართ!

 

ვთხოვ ყველა ახალგაზრდას:

ვინც ამ თაღლითი „გირჩელი“ მიტროპოლიტიკოსების ხელმოწერილი ფურცლები აიღეთ, ეკლესიაში მიდით, მოინანიეთ და დაწვით!

 

მუხლმოდრეკით ვთხოვ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, როგორც ამ ეკლესიის წევრი:

 

იმსჯელეთ ამ საკითხზე და სამხედრო სამსახურიდან თავდასახსნელი ფურცლების გამო დედაეკლესიის მიღმა ნუ დატოვებთ ახალგაზრდებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელ ეკლესიაშიც დადის და სანთელსაც ანთებს! გთხოვთ, უგუნურებისთვის ნუ დასჯით ასე მკაცრად! მიეცით შენდობის თხოვნის და მონანიების საშუალება!

 

კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს პარლამენტისგან:

 

დაუყოვნებლივ დაიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომ ეს საკანონმდებლო ხვრელი, რომელშიც „გირჩელები“ გველკუებივით მიძვრებიან, სამუდამოდ ამოქოლოთ!

 

წარმომიდგენია, რა მდგომარეობაშია გარდაცვლილის ოჯახი, რომლის ახალგაზრდა წევრსაც წესის აგებაზე უარი უთხრეს.

 

წარმომიდგენია, როგორი თავზარდამცემია ეს ინფორმაცია ათასობით ახალგაზრდის ოჯახებისთვის, რადგან მათ ამ საეკლესიო ამკრძალავი წესის შესახებ არაფერი იცოდნენ, როცა „გირჩის მღვდლობის სერტიფიკატებს“ აფრიალებდნენ.

 

ამიტომ, მოვუწოდებ ახალგაზრდების ოჯახებსაც:

 

ამაოდ გიხაროდათ, რომ ასე ადვილად და იაფად მოახერხეთ თქვენი შვილების ჯარიდან დატოვება. ამიტომ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ეკლესიას, რადგან...

 

რადგან გზა, რომელსაც თქვენი შვილები დაადგნენ, სულაც არ არის ადვილი, ეს ჯოჯოხეთის გზაა, რომლისკენაც მარიხუანას კვამლში გახვეულებს მიუძღვის გირჩის მიტროპოლიტიკოსი და პოლიტიკური მატრაბაზი ზურაბ ჯაფარიძე.

 

  1. S. ეს სტატუსი 3 საათის წინ დავწერე და გეფიცებით, ახლაც მეტირება: ბიჭი როგორ გაუშვეს ასე მარტო, ანგელოზს რომ არ ჩააბარეს?!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი