logo_geo
თითქოს სიკვდილის მოახლოვება იგრძნო - რას წერდა ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე
- +

13 ნოემბერი. 2019. 16:06

 

ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა. თავის ტვინის სიმსივნე ნინოს რამდენიმე წლის წინ დაუდგინდა. ბოლო წლებში იგი ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.

 

როგორც ცნობილი ხდება, ნინომ ცოტა ხნის წინ, ძმა, ლევან სულაბერიძე დაკარგა, სოციალურ ქსელში, წერდა:

 

„არ მჯერა, რომ დამტოვე, შენ ყველაფერი იყავი ჩემთვის.

 

მასწავლიდი ყველაფერს და გემუდარები, ისიც მასწავლე, როგორც გავაგრძელო უშენოდ სიცოცხლე.

 

შენთან ერთად ვფიქრობდი, რომ სასწაულებსაც შევძლებდი, მთებსაც გადავდგამდით, იმიტომ რომ შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი.

 

გთხოვ, მასწავლე, როგორ გავძლო უშენოდ ამ სამყაროში, ჩემო ანგელოზო.

 

ლევან, შენ მაძლევდი ცხოვრების სტიმულს, ახლა კი ცხოვრება შავ-თეთრი და უინტერესო გახდა.

 

მე დაველოდები იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მე და შენ შევხვდებით.

 

შიში მქონდა, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ არაფრის მეშინია, ლევანიკო“, - წერდა ნინო სულაბერიძე.

 

big_banner
არქივი