logo_geo
ანი ანდრონიკაშვილი: ნიაზ დიასამიძის რამდენი ნათქვამი და „ნამოქმედარი“ ვიცით, მაგრამ ეს მომწონს ძალიან...
- +

15 ნოემბერი. 2019. 15:06

 

ანი ანდრონიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ნიაზ დიასამიძის რამდენი ნათქვამი და „ნამოქმედარი“ ვიცით, მაგრამ ეს მომწონს ძალიან:

 

ნიაზი მოსკოვში ჩავიდა მატარებლით და ვაგზალზე ხმამაღლა იყვირა - „ვსე ნასილშიკი სუდა!“

 

მოაწყდა ყველა, არიქა, ტვირთი აქვს ბევრი წასაღებიო და კარგად ბლომად რომ მოქუჩდნენ, ნიაზიმ - „ვსემ მოსკოვსკიმ ნასილშიკამ პრივეტ ოტ გრუზინსკიხ ნასილშიკოვო!“იყვირა.

 

და კიდე: ნიაზს ქუჩაში აჩერებენ, გახსოვთ, ალბათ, კონტროლი იყო ხოლმე ადრე, ეკითხებიან: - სად მუშაობ? ნიაზი არ დაიბნა და დომინოს ქარხანაშიო. მერე იქ რას აკეთებო? -აი, დომინოს რომ შავი წერტილები აქვს, იმას ვახატავო - მერე, ახლა რატომ არ ხარ სამსახურშიო? დღეს „პუსტა-პუსტას“ უშვებენ და ვისვენებო.

 

როგორც გიზო ნიშნიანიძემ სთქვა-„შენ დაავიწყდები, მე დავავიწყდები, ის არ ავიწყდება თბილისს!“

 

დღეს ნიაზის დაბადების დღეა, კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს!“ - წერს ანდრონიკაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი