logo_geo
ლუკა კურტანიძე: ახლა კარგად მომისმინეთ, რაფინირებულებო, ზეთით დავარცხნილებო და გარეწრებო...
- +

16 ნოემბერი. 2019. 14:04

 

 

 

ყოფილი პარლამენტარი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მთელ ერს მინდა, მივმართო ძალიან გულწრფელად და ერთხელ და სამუდამოდ დავასამაროთ ის პოლიტნაგავი პოლიტიკანები, რომლებიც ქვეყანაში თანამდებობის და ძალაუფლების გამო მზად არიან, ქვა ქვაზე არ დატოვონ, გაურიგდნენ ნაც-მკვლელებს, ღირსების ამყრელებს, მოძალადეებს, საკუთრების რეკეტ-მძარცველებს და ყველაფერის ფასად ხელისუფლებაში მოვიდნენ! შემდეგ კი გააუპატიურონ და ძარცვონ მთელი საქართველო!

 

აი, ამ პარაზიტებისთვის ნამდვილად მენანება სამშობლო! აი, ახლა კარგად მომისმინეთ, რაფინირებულებო, ზეთით დავარცხნილებო და გარეწრებო - ძელზე გაგაკრავთ კი არა, ყველა მოღალატეს, ვინც სამშობლოს უმადურობითა და შუღლით ავსებთ, სადაც წაგასწრებთ, იქ გაგსრისავთ! თქვენს მიშა სააკაშვილს კი ზედ გადაგარტყამთ! ეს კარგად დაიმახსოვრეთ, მოღალატე პოლიტიკანებო, გუშინ ფორუმელო რესპ ნაძირლებო და ვითომ „ქართულ ოცნებას“ ამოფარებულო გველებო!

 

ვეუბნებოდი დალოცვილს ერის კაცს, ესენი პირველნი გიღალატებენ და ძალაუფლებისთვის ყველაფერს იკადრებენ-მეთქი, მაგრამ… აი, ფაქტი. .. კარგი ნასწავლნი /გააჩნია, ამ სწავლულობას რაში მიმართავენ/ ზეთით დავარცხნილები, სულგამოცლილნი და სამშობლოდაკარგულები ყოველთვის ღალატობდნენ ყველაზე დიდი მადლს - ერთგულებას! სადაც თვითგანწირვა არ არის ღმერთის, სამშობლოს, ერის წინაშე, იქ საქართველო არ არის!

 

მე მიყვარს საქართველო, ჩემი სამშობლო და მისთვის მზად ვარ, ნებისმიერ დროს ვადიდო ღმერთი და სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლო იმ იდეისთვის, რაც ერისკაცმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა ყოველი თავისი სიკეთით, ყოველდღიური საქმით სამშობლოსთვის! მე მჯერა ქართული ოცნების ასრულების! ეს დრო მალე დადგება, უბრალოდ საჭიროა სუფთა წარსულის, სამშობლოს ერთგული ადამიანების გაერთიანება!“ - წერს ლუკა კურტანიძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი