logo_geo
რუსუდან შარაძე: გულახდილად გეტყვით...
- +

16 ნოემბერი. 2019. 20:28

 

 

„იცით, რა მახსენდება? 7 ნოემბრის შემდეგ, „ოპოზიცია“ ხალხში აზრს რომ ნერგავდა - საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა მოვითხოვოთო და ხალხიც, ბღავილით - აბა რა , აბა რაო! სინამდვილეში, მიშა ნიადაგს იმზადებდა, მეორე საპრეზიდენტო ვადა რომ ამოეწურებოდა, „ხალხის მოთხოვნით“, საპარლამენტო მოდელი შემოეტანა და პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩასკუპებულიყო“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კიდევ ის მახსენდება, ავთანდილ დემეტრაშვილის (სინამდვილეში, სააკაშვილ-ადეიშვილის) საკონსტიტუციო კანონპროექტი რომ უნდა გასულიყო და ხმა დაყარეს (პრესაში ისტერიულად იბეჭდებოდა) - არიქა, მიშას ლევან რამიშვილის კანონპროექტი გააქვსო. იგივე ხალხი ახლა ამაზე აბღავლდა და სააკაშვილმაც, უმტკივნეულოდ შემოაცურა, რაც მისთვის სასარგებლო იყო.

 

სკამისთვის დედას რომ გაყიდიან, იმ ტიპებზე და ,,კმარას“ შთამომავლებზე არ ვამბობ, მაინტერესებს, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ დემოკრატიისთვის იბრძვიან, ნეტა, იციან რას აპროტესტებენ?

 

გულახდილად გეტყვით, პირადად, ჩემი ტვინის ხვეულები დეტალურად ვერ აყალიბებს აზრს და ჯერ-ჯერობით, არც ის ვიცი, რატომ გამახსენდა ეს ამბები, მაგრამ რაღაც საერთო უნდა ჰქონდეს, აშკარად“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

big_banner
არქივი