logo_geo
რუსუდან შარაძე: ჩემს არაცნობიერს სურდა, გულწრფელი სინანული, ჩემი იქ „აღმოჩენით“, არ გახუნებულიყო...
- +

2 მარტი. 2017. 20:06


 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მამაჩემი რომ მოკლეს, რეისით - ჟენევა-ვენა-თბილისი გავემგზავრე. ვზივარ ვენის აეროპორტში, თავზარდაცემული და გაქვავებული. რამდენიმე სკამის იქით ზის რამაზ ჩხიკვაძე მეუღლით და მათ ირგვლივ ქართველები არიან შემოკრებილნი. ახლაც ჩამესმის ლეგენდარული ხმა: გაიგეთ, გურამ შარაძე მოუკლავთ, რას ერჩოდნენ ამ არაჩვეულებრივ კაცსო და ა.შ... ყველამ კვერი დაუკრა. იმხელა სინანული იყო ამ სიტყვებში, ისეთი გულწრფელობა... იქ ხომ არავინ იცოდა, რომ იქვე, შვილი ვიჯექი. ტირილი ამიტყდა. იმ წუთში, ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ აეროპორტის თანამშრომლის გარდა, რომელმაც ჭიქით წყალი მომიტანა, ვერავინ დაინახა ჩემი ცრემლები. ალბათ, ჩემს არაცნობიერს სურდა, ეს გულწრფელი სინანული, ეს ძვირფასი სიტყვები, ჩემი იქ „აღმოჩენით", არ გახუნებულიყო...

 

ისტორიაში, ეს პიროვნებები, როგორც ლეგენდები, ისე დარჩებიან, არავის ეცოდინება ასეთი „წვრილმანები". არადა, ყველაზე მეტად, ეს „წვრილმანები" მიყვარს.

 

შემორჩეს აქაურობას...", - წერს შარაძე. 


 

big_banner
არქივი