logo_geo
ედუარდ სტრელცოვის მოგონებებიდან...
- +

18 ნოემბერი. 2019. 14:40

 

 

„facebook“-მომხმარებელი ზურაბ მაჭავარიანი საჯარო ჯგუფ „თბილისურ ამარკორდში“ პოსტს აქვეყნებს:

 

„ქართველებს გვჩვევია ძალიან კაცური მოქცევა.

 

ედუარდ სტრელცოვის მოგონებებიდან: - (ვისაც არ გახსოვთ - დიდი ფეხბურთელი, საბჭოთა კავშირიდან საზღვარგარეთ გაქცევას აპირებსო და „გასროკეს“ უდანაშაულო კაცი. გამოვიდა ციხიდან და ბომბარდირიც გახდა და სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეც, ეს ღიპიანი ზეკი).

 

თბილისში ვთამაშობთ, მე ახალი განთავისუფლებული ვარ ციხიდან. დიქტორი ფეხბურთელების გვარებს აცხადებს, მთელი თბილისის „დინამო“ ლეგენდებითაა დაკომპლექტებული  - მესხი, მეტრეველი, იამანიძე, ჩოხელი...

 

ჩემი გვარი გამოაცხადეს - სტრელცოვი და... წამოდგნენ ფეხზე სტადიონზე მყოფი მთლიანად „დინამოს“ გულშემატკივრები და ტაში დამიკრეს...

 

პირველად და უკანასკნელად ვიტირე მინდორზე...

 

ედუარდ სტრელცოვი

 

პეტრე საყვარელიძის გვერდიდან“, - წერს მაჭავარიანი.

 

 

big_banner
არქივი