logo_geo
ბაკურ სვანიძე: ვიცი, არ გინდა ბიძინა, მაგრამ ამ ქვეყნის მტრებმა ჭკუა უნდა ისწავლონ
- +

19 ნოემბერი. 2019. 00:34

 

 

ჟურნალისტი და ბლოგერი, ბაკურ სვანიძე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ურჩევს, „ქვეყნის მტრებს“ ჭკუა, თურქეთის პრეზიდენტის,  ერდოღანის მსგავსად ასწავლოს.

 

 

ბიძინა! ვიცი, რომ არ გინდა, ვიცი, რომ რთული მისაღებია ეს გადაწყვეტილება… მაგრამ იქნებ ეს არის ხსნა, რომ ამ ქვეყნის მტრებმა მართლა ჭკუა ისწავლონ! მოდი, შემოიტანე საქართველოშიც ერდოღანის პრეცენდენტი! როდესაც თურქეთში საზოგადოების მცირე ნაწილმა დაიწყო აჯანყება და ხელთ იგდეს გარკვეული ბერკეტები, პრეზიდენტ ერდოღანს სხვა გზა არ ჰქონდა – მან ხალხს მოუწოდა გამოსულიყვნენ ქუჩაში და დაეცვათ სახელმწიფო! ჰოდა, სწორედაც ხალხმა აჩვენა თავისი ძალა აჯანყებულებს! სულ ქუჩა-ქუჩა სდიეს და ალეწეს ნეკნები! გამოთრეულა ქუჩაში 200-300 დაქნეული ავადმყოფი და გვაიძულებენ მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ მთელმა ქვეყანამ! თან ხშირ-ხშირად იმეორებენ – “ხალხის მოთხოვნაო!” – ჰოდა, დროა ნახონ ამ ავანტიურისტმა ნაძირლებმა რა არის და სად არის რელურად “ხალხი”! მხოლოდ ერთი დაუფშტვინე ბიძინა და ამათი ბუნდღა აღარ იქნება არც რუსთაველზე და აღარც მთელ თბილისში! ამის მერე შეიძლება კაი ხნით დაწყნარდნენ ეს გარეწრები!“, - წერს ბაკურ სვანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

big_banner
არქივი