logo_geo
ირაკლი შონია: პუტჩისტები კვლავ ბარიკადებზე დგანან: ბერძენიშვილი, ბოკერია, ბარამიძე,ბობოხიძე...
- +

19 ნოემბერი. 2019. 02:02

 

 


ჟურნალისტი ირაკლი შონია წერს:

ეს ნივთები უკვე რელიკვიაა და რამდენი წელია ვინახავ. მარცხნივ ყვითელი ტუფის ნატეხია რომელიც ჰაუბიცებისგან დამეხილ მთავრობის სასახლიდან წამოვიღე შემზარავი პუტჩის შემდგომ, მეორე მწვანე მალაქიტის ნატეხია იმ ბუხრის, რომელიც კოლხურ კოშკში იყო...

ბუხარი კონსტანტინე გამსახურდიას უსახსოვრა გრიგოლ რობაქიძემ და როდესაც პუტჩისტებმა გადაწვეს დიდი კლასიკოსის სახლი, ბუხარი ავტომატების კონდახებით დალეწეს. მაშინ წამოვიღე ისიც სახსოვრად....რამდენი წელი გავიდა და არასოდეს დამავიწყდება, მით უფრო, ამ დღეებში, როდესაც მაშინდელი პუტჩისტები კვლავ ბარიკადებზე დგანან დათო ბერძენიშვილი, გიგა ბოკერია, გია ბარამიძე, გოკა გაბაშვილი, აკაკი ბობოხიძე, რომან გოცირიძე, გოგი ხოშტარიას პირმშო ელენე...

1991 წლის 22 დეკემბერს, სწორედ ამ ხალხმა სიგუა -კიტოვანთან ერთად, ტყვია ესროლა საქართველოს ახლად ფეხადგმულ დამოუკიდებელ საქართველოს!

22 დეკემბერი აღარასოდეს უნდა განმეორდეს, რომელმაც საქართველოს რჩეული მამულიშვილები შეიწირა!

სამშობლოს ღალატი და პუტჩი სამაგალითოდ დასჯადი უნდა იყოს მომავალი საქართველოს კეთილდღეობისთვის და მყარად უნდა იქნეს ნაშენები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ფუნდამენტი!!!


big_banner
არქივი