logo_geo
თათა მურაჩაშვილი: მშვიდობიან აქციაზე ბლოკებით და ტომრებით არ მიდიან, მიყვარს ჩემი პოლიცია
- +

19 ნოემბერი. 2019. 02:26

 

 

ჟურნალისტი თათა მურაჩაშვილი რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


"​ვინც ტანსაცმლიანად გიჟდებით ევროპაზე, იცით თქვენს ევროპაში, როგორ შლიან აქციებს ?
ან ხალხის დაცვაზე ამბობენ უარს (გავიხსენოთ იტალიის ან უკრაინის მაგალითი) ან სიტუაცია საბოლოოდ დიდ მსხვერპლამდე და დაუნდობლობამდე მიდის.
ფოტოზეა ესპანეთის, შვედეთის და საფრანგეთის მოვლენები. კადრები გაქვთ ნანახი? ვისაც არ გაქვთ გეტყვით, რომ თქვენს ევროპაში პოლიცია გონების დაკარგვამდე ურტყამს აქტივისტს.
ჩვენთან რა ხდება ?
წყალს გაწვდიან პოლიციელები? -გაწვდიან,
ხელკეტებით არ გცემენ,
-
მაქსიმალურად თავს იკავებენ სისხლისღვრისგან,
-
ლამის ხვეწნა დაგიწყონრომ არაფერი ზედმეტი არ გააკეთოთ.

მშვიდობიან აქციაზე ბლოკებით და ქვიშით სავსე ტომრებით არ მიდიან, რა გინდათ მოლოტოვის კოქტეილები შეგარჩინონ პოლიციელებმა? ეგ არ მოხდება.

ჰო, კიდევ, 7 ნოემბრის აქციაზე ვისაც პარალელის გავლება უნდა მაგის მაგივრად კადრები ნახოს როგორ მისდევს პოლიცია მანქანებით სასულიერო პირებს და მშვიდობიან მოქალაქეებს, გაიხსენოს რამდენი ადამიანი შეეწირა მაგ აქციას ისე რომ თვეების მერე თავში დარტყმის შედეგად უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და ხალხი დაღუპეს.

ყველაფერი კანონსაწინააღმდეგო დასჯადია, არავინ შეგარჩენთ საკანონმდებლო ორგანოს აკლებასმუქარას, სახელმწიფო ქონების დაზიანებას, პოლიციის შეურაცხყოფას და ასე შემდეგ .

მე ამდენს არ მოვითმენდი, მაგრამ გირჩევთ, რომ აუცილებლად შეირგოთ ის ფორმატი, რა ფორმატშიც შლიან აქციას. მე მიყვარს ჩემი პოლიცია".

 

 
 
big_banner
არქივი