logo_geo
მაია ბათიაშვილი: ამ ფოტოზე აღბეჭდილია ჯონ ლენონი თავის მკვლელთან ერთად
- +

19 ნოემბერი. 2019. 12:32

 

ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ ფოტოზე აღბეჭდილია ჯონ ლენონი თავის მკვლელთან ერთად. ლენონი მარკ დევიდ ჩეპმენს ავტოგრაფს აძლევს. ეს ის ადამიანია, ვინც სულ რაღაც ექვს საათში ესვრის ლენონს და სასიკვდილოდ დაჭრის.

 

მარკ ჩეპმენი 8 დეკემბრის დილას ლენონის სახლთან მივიდა და მთელი დღე წინ და უკან სიარულში გაატარა, სანამ დღის ოთხ საათზე სახლიდან გამოსული კერპი არ დაინახა. მიუახლოვდა, ავტოგრაფი სთხოვა და მისივე ალბომი გაუწოდა, ლენონმა კი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად ახლოს იყო სიკვდილთან, ღიმილით მოაწერა ხელი ალბომზე და იქვე მყოფ ცნობილი ფოტოგრაფის, პოლ გორეშის ფოტოზეც საკუთარ მკვლელთან ერთად აღმოჩნდა.

 

5 გასროლა, უვადო პატიმრობა და 9 უარი შეწყალების მოთხოვნაზე - სულ ეს დარჩა იმ მარკ ჩეპმენისგან, რომელმაც დიდების მოპოვების ავადმყოფური სურვილით შეპყრობილმა ჯონ ლენონის მკვლელობა გადაწყვიტა, თუმცა, აღიარების ნაცვლად, უვადო პატიმრობა და მილიონობით ადამიანის სიძულვილი დაიმსახურა“, - წერს ბათიაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი