პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქართული ოცნების“ მომხრეები რომ ვიშვიშებენ, ეს რა სახალხო დამცველი გვყავსო, ესეც დაგავიწყდათ, ვინ გაიტანა რქებით ეს სახალხო დამცველი? თქვენ, ბატონებო, თქვენ! და ვისი კანდიდატურა ჩააგდეთ? გიორგი ფოფხაძის, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და დღეს მართლაც სახალხო დამცველი იქნებოდა და არა ერთი პარტიის რუპორი“, - წერს ინაშვილი.