დიპლომატი და მწერალი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„19 ნოემბერი ირაკლის დაბადების დღეა!
ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, შეუცდომლად ქართული იყო, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად სრულად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან. მისი პროდუქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად რჩეულიცაა და ხალხურ-დემოკრატიულიც.
აშუღი იყო... ვერელი აშუღი“, - წერს ჩარკვიანი.