თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებლები გაჩერებულია. კონკრეტულად კი, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრაობა დროებით შეფერხებულია ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე.
მათივე ცნობით, მატარებლები ამ დროისთვის მოძრაობენ ზონალურად - მხოლოდ სადგურის მოედნიდან ახმეტელის მიმართულებით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გვირაბში არცერთი მატარებელი არ გაჩერებულა. ამჟამად ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი ხარვეზის დასადგენად და აღმოსაფხვრელად.