logo_geo
მეტროს პირველ ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებლები გაჩერებულია
- +

19 ნოემბერი. 2019. 16:09

 

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებლები გაჩერებულია. კონკრეტულად კი, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრაობა დროებით შეფერხებულია ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე.

 

მათივე ცნობით, მატარებლები ამ დროისთვის მოძრაობენ ზონალურად - მხოლოდ სადგურის მოედნიდან ახმეტელის მიმართულებით.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გვირაბში არცერთი მატარებელი არ გაჩერებულა. ამჟამად ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი ხარვეზის დასადგენად და აღმოსაფხვრელად.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი