logo_geo
გენრი დოლიძე: არავის გვერდით არ ვდგავარ, არავის აქციაზე, მე გამოვხატე ჩემი პროტესტი ჩემს მეგობრებთან ერთად
- +

19 ნოემბერი. 2019. 16:24

 

 

პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე ღრმად მწამს, რომ პროპორციული არჩევნები არის „ნაცების“ და „ქოცების“ ჰეგემონიის დასრულების ერთადერთი საშუალება. ამიტომ ვდგავარ იქ, სადაც ჩავთვალე საჭიროდ. არავის გვერდით არ ვდგავარ, არავის აქციაზე, მე გამოვხატე ჩემი პროტესტი ჩემს მეგობრებთან ერთად. ასე ვიდექი ასლანის წინააღმდეგ 2004 წელს და იმ კაცის წინააღმდეგ, რომელმაც ჩემი ფოტო გააქავერა (დღესაც მისი წინააღმდეგი ვარ). ასე ვიდექი 7 ნოემბერს, პატიმრების წამების კადრების დროს, ასე ვდგავარ ბიძინას წინააღმდეგ და ხალხის მხარეს დღეს! და არ მიმაჩნია, რომ სამშობლოს სადარაჯოზე გვერდზე უნდა ვიყურო, ვინ დგას და ვარჩიო, ვის გვერდით ვიდგე... კლავიატურით პროტესტს ეს ვამჯობინე, ამავდროულად ჩემს თავს არ მივეცი უფლება, აგრესიულად გამომეხატა პროტესტი სამართალდამცავების მიმართ, შევარჩიე ყველაზე მშვიდობიანი ფორმა. ყველას თავისი გამოხატვის ფორმა და ხერხი აქვს... თუ ვინმეს ბრძოლის უკეთესი იდეა გაქვთ, ოღონდ Facebook-ის მიღმა, დაიწყეთ და მოგყვებით!“ - წერს დოლიძე.

 

 

big_banner
არქივი