logo_geo
ირმა ინაშვილი: რამე პოზიტიური რომ ვითხოვოთ ღმერთისგან, არა?!
- +

2 მარტი. 2017. 23:10


 

პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ზოგიერთი ისე ითხოვდა მეტეორის დაცემას, მეტეორი კი არა, მგონი, მთელი გალაქტიკა თავზე დაგვეცა. რამე პოზიტიური რომ ვითხოვოთ ღმერთისგან, არა?! მაგალითად, ჩვენი შურიანი, ამპარტავანი, ვნებებით დამძიმებული ბუნება გააჯანსაღოს... გამოგვასწოროს. უკეთესი გაგვხადოს. ჩვენი ბოროტი გონება დაალბოს და გული- გაათბოს...

 

P. S. დეზინფექცირებულები, კრისტალურები და სტერილურები, როგორც იტყვიან, ნუ გამომეხმაურებით. ეს სტატუსი მათთვისაა, ვინც იცის, რომ ყველა კაცი შურიანი და ამპარტავანია და საკუთარ თავს ბამბის ქულად არ თვლის",- წერს ინაშვილი. 


 

big_banner
არქივი