logo_geo
მაია ბათიაშვილი: გაიცანით, „თეოლოგი“ ბექა მინდიაშვილი - ეს ცრუპენტელა, მატყუარა და ძარღვგაწყვეტილი!
- +

20 ნოემბერი. 2019. 12:44

 

 

ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გაიცანით, „თეოლოგი“ ბექა მინდიაშვილი - ეს ცრუპენტელა, მატყუარა და ძარღვგაწყვეტილი! გიგი უგულავას ხელის ბიჭი! რამხელა სიბინძურეა! თქვენი ჭუჭყიანი, ავადმყოფური აზრებით ვერ შერყვნით ვერც საქართველოს პატრიარქს და ვერც ქართველი ერის რწმენას!

 

და არ გაბედოთ ეროვნული მოძრაობის თემის გამოყენება თქვენი ბინძური ზრახვებისთვის!

 

1987 წელს აქციები ზვიადის გარეშე ტარდებოდა. საეკლესიო სიმბოლოები არ გამოგვქონდა, არც სამღვდელოება შეგვიწუხებია. ჩვენს აქციებზე ლოცვებს ერისკაცი, დიდი პატრიოტი გოჩა აბულაძე, ამჟამად მეუფე სპირიდონი კითხულობდა. 1988 წლის ნოემბრის აქციაზე მე პირადად ვთხოვე რაჭა-ლეჩხუმის მეუფეს და სულხან-საბა ორბელიანის, ყოფილი პუშკინის, ამჟამად ილიაუნის ინსტიტუტის შენობა ვაკურთხებინე.

 

1989 წლის აქციას უკვე სამღვდელოებაც ესწრებოდა.

 

ეროვნული მოძრაობა რელიგიური მოძრაობა იყოო, რომ ამბობს ეს უვიცი ცრუპენტელა, რელიგიური მოძრაობა კი არ იყო, ეს იყო ეროვნული სამართლიანობის სულისკვეთებით ანთებული ქართველების ერთობა, რომელმაც ქართველ ხალხს საუკუნეების მანძილზე ნანატრი საქართველოს დამოუკიდებლობა დაუბრუნა!

 

მინდა, მივმართო გოგი გვახარიას:

 

ბატონო გოგი გვახარია, თქვენი ვითომ „ინტელექტუალური“, უნიჭო, სიცრუით და სიყალბით დადგმული, ზიზღით და უზნეობით სავსე სცენარები გულისამრევი და ამაზრზენია!

 

P.S. ძალიან დიდი სიქაჯეა, რაც დღეს ზოგიერთ „სიბნელიდან გამოსულ“, „განათ(ლ)ებულებს“ სჭირთ“, - წერს ბათიაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი